რიგგარეშე არჩევნების თემა არასერიოზულად მიმაჩნია. მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს თემა არის მოთხოვნა მოთხოვნისთვის, - თქვა ვიცე- სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების კომენტირებისას, რომ „საქართველოში რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, რადგან „ოცნებას“ ქვეყანა რადიკალიზაციისკენ მიჰყავს“.
„თეორიულად რომ დაუშვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, შედეგად მათი წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდება და „ქართული ოცნების“ გაიზრდება. ბევრჯერ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებები, ყოველი მორიგი არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც გვახსოვს, უმრავლესობის რიგებში ამას სერიოზულად არავინ უყურებს“, - განაცხადა კახიანმა.