თეთრი სახლი ჯო ბაიდენის სიტყვებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის სიტყვებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. ამერიკელ სამხედროებთან სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა:

როდესაც იქ [უკრაინაში] იქნებით, თქვენ დაინახავთ ქალებს, ახალგაზრდებს, რომლებიც წყეული ტანკის წინ დგანან და ამბობენ: „აქედან არსად წავალ“.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაგზავნით აშშ-ის ჯარს უკრაინაში და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, - განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Fox News-ს.