The Hill: უკრაინა ნატოს საგანგებო სამიტის შედეგებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა

The Hill: უკრაინა ნატოს საგანგებო სამიტის შედეგებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ოფიციალური კიევი ნატოს საგანგებო სამიტის შედეგებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ველოდით უფრო მეტ სიმამაცეს და მტკიცე გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერმაკმა ატლანტიკურ საბჭოსთან ვიდეოკონფერენციის დროს.

მისივე თქმით, უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის ცის ჩაკეტვაზე შეთანხმდებოდნენ ან უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწოდებდა.

Maverick ახლა ალბათ ნატოს წევრი ქვეყნებიდანაც გაიწვევთ ელჩებს!
3 წლის უკან