ზელენსკი ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე რჩებიან: შეწყვიტეთ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება - ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება

ზელენსკი ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე რჩებიან: შეწყვიტეთ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება - ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით მიმართა და იმ ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე რჩებიან, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ფრანგულმა კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსული ბაზარი. „რენო“, „ოშანი“, „ლერუა მერლენი“ და სხვები - მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობისა და გაუპატიურების დაფინანსება. ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ილია შენ რომ გაზსადენი გადაკეტო, არა??
3 წლის უკან