„მივმართავ მათ, ვინც ორგანიზებას უწევს ამ ანომალიას! რა დღეში ჩაყარეთ ეს ახალგაზრდები, რას ერჩით, რატომ იღებთ მონაწილეობას მათ დეგრადირებაში, მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ? - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ფოჩხუა წერს, მას არ სჯერა მათი ფსევდო პატრიოტიზმის და ეს მხოლოდ ძალაუფლებისკენ სწრაფვაა ახალგაზრდების გაუბედურების ხარჯზე.
„მივმართავ მათ, ვინც ორგანიზებას უწევს ამ ანომალიას! რა დღეში ჩაყარეთ ეს ახალგაზრდები, რას ერჩით, რატომ იღებთ მონაწილეობას მათ დეგრადირებაში, მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ? მახსენდება 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია, სადაც ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარემ გვერდიგვერდ დააყენა. ახლა რა ხდება? არ მჯერა მე მათი ფსევდო პატრიოტიზმის, ეს არ არის მხარდაჭერა, ეს ძალაუფლებისკენ ავადმყოფური სწრაფვაა ამ ახალგაზრდების გაუბედურების ხარჯზე. იმედს ვიტოვებ, მოეგებიან გონს და ჩადგებიან ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში,“ - წერს ნინო ფოჩხუა.