მე მესმის საქართველოს სურვილისა, რომ არ იყოს რომელიმე ჯგუფის გვერდზე, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე - ამის შესახებ ტვ „ფორმულას“ ეთერში უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.
როგორც ვოლკერი აღნიშნავს, ხედავს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭრას.
„მე არ მაინტერესებს რუსეთს ვინ ყავს მტრების სიაში. ისინი რას აკეთებენ, არაპროვოცირებულად ესხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას, ეს არის ბარბაროსული ომი და თუ რუსეთი არ გვეძახის მტერს ძალიან კარგი, მაგრამ მე მესმის საქართველოს სურვილისა, რომ არ იყოს რომელიმე ჯგუფის გვერდზე, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე. ჩვენ ვხედავთ რამდენად უჭერს საქართველო მხარს უკრაინას და საქართველოს მოსახლეობა გულებში უკრაინის მხარეს დგას “ - აცხადებს კურტ ვოლკერი.