„ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მათ შორის უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს“- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თქმითაც, თითქოს მთავრობა არ პასუხობს კითხვას თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ამ საკითხზე.
„ეს ვიდეო ასახავს ბევრ რამეს, მაგალითად იმას, რომ მელია არის ნაძირალა მატყუარა, მაგალითად იმას, რომ მელიას ფეხებზე ჰკიდია უკრაინაში მიმდინარე ომი, მისთვის მთავარია პოლიტიკური "ქულები" ჩაიწეროს, მაგალითად იმას, რომ ეს რეგვენი ყველაფერზეა წამსვლელი და ბოლოს იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მათ შორის უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს!“- წერს ნიკოლეიშვილი.