ქინქლაძის N4-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

 ქინქლაძის N4-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში,„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ქინქლაძის N4-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა.

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით უთმელიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ზურაბ  ჩიკვილაძესთან, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად 42,600 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის 25 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა.