ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანიაში „ფორმულა“ 23 დეკემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს. მასში ნახსენები იყო, რომ მოქალაქეს ჩუღურეთის გამგეობა არ უწევს სოციალურ დახმარებას. სიუჟეტის მომზადების პროცესში, ჟურნალისტი დაუკავშირდა გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელს კონკრეტული კითხვებით. საკითხზე ჩვენს მიერ მომზადდა მყისიერი და დეტალური პასუხი. თუმცა უკვე ეთერში გასული სიუჟეტი ატარებდა სრულიად განსხვავებულ შინაარსს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩვენს მიერ მიწოდებული სწორი ინფორმაცია სატელევიზიო ეთერში არ მოხვდა.
 
გვსურს განგიმარტოთ, რომ 2014-დან 2019 წლამდე, აღნიშნულ მოქალაქეს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოთხოვნის შესაბამისად ქირით უზრუნველყოფდა, ხოლო 2019 წელს აღნიშნულ პიროვნებას, პირადი მომართვის საფუძველზე, რომ ის აღარ საჭიროებდა ქირას, შეუწყდა შესაბამისი დახმარება. აღსანიშნავია, რომ მოქალაქე დედაქალაქის მერიის სხვა სოციალური დახმარებებით ისევ აგრძელებს სარგებლობას.
 
ვთხოვთ მედიასაშუალებებს, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ და მიღებული ინფორმაცია შესაბამისად გამოიყენონ. ასევე, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება.