თსუ გამოცემების გამოფენა

თსუ გამოცემების გამოფენა

21 დეკემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო 5 წლის განმავლობაში თსუ პროფესორების, მეცნიერების, მკვლევრების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული წიგნები. 

თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტისა და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე, თსუ ბიბლიოთეკის მიერ აღნიშნულ პერიოდში გამოცემული 800-მდე წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის სხვადასხვა მიმართულების უახლეს კვლევასა და აღმოჩენებს ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილი ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ატლასები არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს.

ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დროს მოაწყობენ რამდენიმე უახლესი გამოცემის პრეზენტაციას. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე