როცა გარეთ ცივა და საყიდლების სია ძალიან დაგიგრძელდა, ონლაინ შოპინგზე უკეთესი ნამდვილად არაფერია. ასეთ დროს, საჭირო ხდება ისეთი ონლაინ მაღაზია, სადაც შეარჩევ ყველაფერს რაც გაგიხარდება.
მრავალფეროვანი პროდუქტითა და განუსაზღვრელად დიდი ასორტიმენტით Extra.ge შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.
ავეჯიდან და ტექნიკიდან დაწყებული, ფარმაცევტული, საბავშვო თუ სასაჩუქრე ნივთებით გაგრძელებული ექსტრაზე მართლა ყველაფერს ნახავ, რისი ყიდვაც თავში გაგიელვებს, თან ისე, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ დაგჭირდება.
ყველა საჭირო პროდუქტთან ერთად ექსტრაზე თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, საიდანაც შესაძლებელია შეარჩიოთ სასურველი ბრენდის ნაკრები, ან ცალკეული პროდუქტი.
კანს მოვლა წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება, თუმცა ტემპერატურის კლებასთან ერთად, ეს თემა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. გამოშრობა და აქერცვლა რომ თავიდან აიცილოთ, ნიღბები და კარგი დატენიანება საუკეთესო გამოსავალია. ექსტრაზე დამატენიანებლები, ნიღბები, პაჩები მრავლადაა წარმოდგენილი და ნამდვილად საუკეთესო ფასი აქვს.
დამღლელი დღის შემდეგ მაკიაჟის მოუშორებლად დაძინება ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც საკუთარი კანის წინაშე შეიძლება ჩაიდინოთ. კანის საფუძვლიანი გასუფთავებისა და მაკიაჟის სრულყოფილად მოცილებისთვის როგორც მინიმუმ მიცერალური წყალია საჭირო, ამისთვის კი სხვადასხვა აფთიაქსა თუ მაღაზიაში სიარული სულაც არაა აუცილებელი. ექსტრაზე მარტივად ხდება შეკვეთის განხორციელება, კურიერს კი უსწრაფესად მიაქვს შენაძენი ადგილზე.
სახის მოვლა რომ უმნიშვნელოვანესია ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტანის მოვლის საშუალებები, სკრაბები, სურნელოვანი კრემები, სპრეები, ანტიბაქტერიული საპნები და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები ექსტრას საუკეთესო შემოთავაზებაა.
Yves rocher, Dr. Rimpler, Eveline, Soskin, Farm stay, yoyoso - უკვე კარგად ნაცნობი და გამოცდილი ბრენდების ნაწარმს წარუდგენს მომხმარებელს ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, არჩევანი კი თქვენი გასაკეთებელია.
ექსტრაზე ძალიან მარტივია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის შეძენა, რადგან შემადგენლობა და დამახასიათებელი თვისებები მითითებული აქვს თითოეულ ნივთს. მეტიც, შესაძლებელია ძიება სხვადასხვა კომპონენტის, თუ მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად თუ მშრალი კანისთვის ეძებთ პროდუქტს, საძიებო ველში ამ კრიტერიუმის მონიშვნის შემდეგ მხოლოდ იმ პროდუქტებს გაჩვენებთ, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. ან პირიქით, თუ იცით რომ რომელიმე კომპონენტი არ უხდება კანს, მისი გამორიცხვით შეგიძლიათ მოიძიოთ პროდუქტი.
ექსტრაზე წარმოდგენილი თავის მოვლის საშუალებები კარგი საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მეგობრებისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის. ლამაზი შეფუთვა კოსმეტიკურ საშუალებებს ნამდვილად არ აკლია, საჭირო პროდუქტი კი ნებისმიერისთვის სასურველი საჩუქარია, ასე რომ ეწვიეთ ექსტრას საიტს პროდუქტების სანახავად და შეარჩიეთ სახისა თუ ტანის მოვლის საუკეთესო საშუალებები დაბალ ფასად.