მამუკა მდინარაძე:  არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დღესაც აკეთებს

მამუკა მდინარაძე:  არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დღესაც აკეთებს

არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დღესაც აკეთებს! - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. 

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს,  ძალიან ყალბია მათი "სიბრაზე" და ის "ანტირუსული კამპანია", რომელსაც განახლებული ენერგიით აწარმოებენ.

„არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და ნაიონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დღესაც აკეთებს!

ამიტომ ძალიან ყალბია მათი "სიბრაზე" და ის "ანტირუსული კამპანია", რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!

ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან! „ - წერს Facebook-ის გვერდზე მამუკა მდინარაძე.