შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაცმოძრაობის” ერთადერთი მიზანი არეულობა და ამ გზით, არჩევნებისთვის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაცმოძრაობის” ერთადერთი მიზანი არეულობა და ამ გზით, არჩევნებისთვის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა

„ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მიზანი არეულობა და ამ გზით, არჩევნებისთვის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ არჩევნებში მოსახლეობა მათ მანდატზე უარს ეუბნება.

„სულ ცდილობდნენ, დესტრუქციული ქმედებებით რამენაირად არჩევნების გვერდის გავლით რაღაცისთვის მიეღწიათ. მოსახლეობა მათ ხელისუფლების მანდატის მიცემაზე უარს ეუბნება. ამას “ნაციონალური მოძრაობაც” შეჩვეულია. მათი მიზანია, არეულობა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზანი სიტუაციის არევა იყო. ისინი არც უარყოფენ, რომ მათი მიზანია, ხელისუფლების დელეგიტიმაცია და ხელისუფლების ხელში ჩაგდება ისე, რომ მათ ხელში ხალხის მხრიდან მანდატი არ აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.