სტატისტიკური მონაცემები 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

სტატისტიკური მონაცემები 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით. მათ შორის განხორციელდა ხმის დათვლის პროცესის  ვიდეოგადაღება და ვიდეოჩანაწერები აიტვირთა ონლაინ სივრცეში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ წილისყრით შეირჩა და გადაითვალა საარჩევნო უბნების შედეგები. საარჩევნო პროცესს - როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე გადათვლის პროცედურებს აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, ცალკეული თემები, მათ შორის ბათილი ბიულეტენების საკითხი, საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, გადათვლები ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია. საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყება, წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

პირველ რიგში, გვინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა: