სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყება მოუწოდებს ყველას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ.
„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სადაც შესაძლოა, ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება დაიგეგმოს.