30 ოქტომბერს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის პროცესის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
09:00 სთ.
13:00 სთ.
18:00 სთ.
21:00 სთ.
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.