სამედიცინო მაღაზია „ახალი ხედვა“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და ის წარმოადგენს პირველ სამედიცინო მაღაზიათა ქსელს, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ”ახალი ხედვა” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით სამედიცინო საშუალებების იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და მრავალჯერ აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებისგან აწარმოებს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით 14 საფირმო ორთოპედიულ მაღაზიაში აწვდის.ფილიალებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი.
Sigvaris შევიცარიული ბრენდია 150 წლიანი გამოცდილებით. იგი დაარსების დღიდან კომპრესიული ტრიკოტაჟს აწარმოებს და წარმოადგენს გლობალური ბაზრის ლიდერს.Morsa Cyberg კი თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს ბრენდები თავისი მიღწევებით მომხმარებლებში უკვე წლებია უმაღლესი ხარისხთან ასოცირდება,ამიტომ ხალხის ნდობასაც იმსახურებს.
რა პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი კომპანია “ახალ ხედვაში”?
სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვა” ტრავმატოლოგიური მიმართულებით სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე ნივთებს აეთიანებს. ორთოპედიული მიმართულებით მომხმარებლებისთვის ფიქსატორები, ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის ხელმისაწვდომი განვიხილოთ იმ პროდუქტების მცირე ნაწილი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს:
● ორთოპედიული ფიქსატორები - არსებობს იდაყვის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის, სხივ-მაჯის და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. მისი გამოყენება ასევე შეიძლება მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის.
● ანტივარიკოზული წინდები - ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან ვარიკოზის პრევენციისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. ასევე ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის.
● ორთოპედიული სუპინატორები - მათი გამოყენება რეკომენდებულია მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. ამიტომ მისი ტარება სპორტული და პროფესიული დატვირთვის, ორსულობის, სქოლიოზის, რევმატული დაავადებებისა და პათოლოგიების დროსაც რეკომენდებულია.
● წელის კორსეტები და ქამრები - წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად იდეალურია. ის სხეულის ამავე ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება.ასევე წარმოდგენილია ჭიპის თიაქრის ქამარი, რომელიც იცავს თიაქრის არეს სპეციალური ბალიშის საშუალებით.
● ორთოპედიული ბალიშები - მათი გამოყენება მრავალმხრივია.ზოგიერთ მოდელს ძილის დროს იყენებენ, ზოგიერთს - წელისა და კისრის ტკივილის დროს. ასევე საკმაოდ პოპულარულია სამგზავრო ბალიში, რომელიც კომფორტულად მგზავრობისვის იდეალურია. ორთოპედიული ბალიშები სხეულის სწორ პოზიციონირებას უზრუნველყოფს და იმ ადამიანებისთვისაც ძალიან ეფექტურია,რომელთა სამუშაო გრაფიკიც დიდხანს ჯდომას მოითხოვს.
როგორ შევიძინოთ სამედიცინო პროდუქტები ახალ ხედვაში?
კომპანია „ახალი ხედვა“ დაინტერესებულ პირებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს და თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს ოთხ რეგიონში - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.