ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯავახიშვილის ქ. N54/12-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბე და აივანი მოეწყო.
პროექტს თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 25 000 ლარია.