სააკაშვილმა დაიჭირა ჩემი მეუღლე, შვილი, მეც დამიჭირა, მივესალმები იმ 300 000 ნატანჯ ადამიანს, რომელმაც მისი რეჟიმის დროს საშინელი წამება განიცადა ციხეში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა.
ნანა ქადაგიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ სიტუაციაზე, რაც სააკაშვილის პერიოდში ციხეში ხდებოდა.
„მივესალმები იმ 300 000 ნატანჯ ადამიანს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს საშინელი წამება განიცადა ციხეში. მე მივმართავ სააკაშვილს, ე.წ. პრეზიდენტო სააკაშვილო, ბანდერლოგო სააკაშვილო, ქართველთმჭამელო სააკაშვილო, ქართველების სისხლით რომ ხარ გამაძღარი და კიდევ ჩამოხვედი იმისთვის, რომ კიდე დაღვარო სისხლი იმისთვის, რომ შენ პირველი პირობა მოიპოვო, ამას ვერ ეღირსები ვერასოდეს; ერთ დაძახებაზე ნახეთ, რამდენი ხალხი ვართ.
ჩემი ოჯახი პირველ ტალღაში დაიჭირა, პირველად რომ დაიწყო რეპრესიები, დაიჭირა მეუღლე და შვილი, მეორე შვილმა გაქცევა მოასწრო, მე კი, დიასახლისი ქალი დამიჭირა იმიტომ, რომ ვცდილობდი მტკიცებულებების მოპოვებას, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ.
ხუთი წელი მამყოფა ტანჯვაში, წამებაში, ორთაჭალის ციხეში რომელსაც მხოლოდ გისოსები ჰქონდა და ფანჯარა და მინა არ ჰქონდა, მინუს 10 გრადუსზე პალტოებით ვიწექით; დაბანა ჩვენთვის არ იყო, ტუალეტი ჩვენთვის არ იყო, საჭმელი ჩვენთვის არ იყო, ერთმანეთთან დალაპარაკება ჩვენ არ გვქონდა, კამერაში 40 კაცი ვიჯექით, ისეთი წამება გამომატარა, რომ გამოვედი, 33 კილო ვიყავი დაკლებული. მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩემგან რაიმე ჩვენება მიღებულიყო და გირაოს ფასად გამათავისუფლეს. ჩემი შვილი აჩიკო, რომელიც სამი თვის ჩამოსული იყო და იყო ბანკის მმართველი, რადგან სააკაშვილის რევოლუცია არ დავაფინანსეთ; 20 მილიონ დოლარს მთხოვდა მათ განთავისუფლებაში. როგორ უნდა გადამეხადა 20 მილიონი, თვალითაც არ მქონდა ცხოვრებაში ერთი მილიონიც ნანახი. ისე აწამეს აჩიკო, რომ გამოვიდა, „ბე“ ჰეპატიტი უკვე შეყარეს იქ. შვიდი კანონიერი ქურდი სხვადასხვა ციხეებიდან მოაგროვეს და შეიყვანეს მის კამერაში, ჩემი მეუღლის კამერაში და სთხოვდნენ ფულს.
ეს რა თქმა უნდა სააკაშვილის გარეშე და ციხის უფროსის გარეშე ვერ მოხდებოდა. ემუქრებოდნენ ჩემს მეუღლეს შვილის მოკვლით და როცა გაიბრძოლა ჩემმა მეუღლემ შვილის გადასარჩენად, თავი გაუხეთქეს. ამხელა ჭრილობით არის ჩასული სამარეში. ჩემი შვილი „ბე“ ჰეპატიტით გარდაიცვალა. ისეთი ძლიერი წამებით, ნაცემი, ნაბეგვი როცა შევედი ერთხელ ციხეში, მასავით ათობით კაცი კი არა, თვეში ერთხელ ძლივს გვიშვებდნენ და ისიც 15 წუთით თუ შევიდოდით ჩვენს პატიმრებთან. განცხრომაშია ეს ე.წ. პრეზიდენტი და კიდევ ლეიბებს ითხოვს.
ისე სცემეს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი, რომ მათ დიდხანს ვერ იცოცხლეს. პრეზიდენტო, მოგმართავ, ჯობია ციხეში იყო, გერჩივნოს ციხეში ის ექვსი წელი ყოფნა და მშვიდად იყო, თორემ გამოხვალ, გამოსულს შენ არავინ არ გაცოცხლებს აქ, ნახე რამდენი ხალხია, გამოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც დაგასამარებს. მეც არ მოგეშვები, ჩემი აჩიკოს სიცოცხლის ხელყოფისთვის, შენ არ გაპატიებ ამას. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ბინა გადასცა პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელს, თანამოლნაწილეს, რატი მგელაძეს, რომელიც გასამართლებულია მეგის ქარდავასთან ერთად. ეს ჩამოიყვანეს, ის ჯერ არ ჩამოუთრევიათ, იმისთვის, რომ არ წავედით მათთან შეთანხმებაზე, გამომეტანა სტრასბურგიდან საჩივარი; ბოლოს ბინიდან გამომაგდეს და შეუშვეს ეს რატი მგელაძე, თეთრაძის მკვლელი, 70 000-ზე მეტი ერთ ლარად გასხვისებული ქონება; იმიტომაა მის აქციებზე ეს ხალლი, ერთლარიანი ქონებების პატრონები და დგანან და მოვალეებად თვლიან. რატომ არ იხილება ეს საქმე, გამოძიებულია, რატომ დევს თაროზე, იმიტომ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურორები სხედან იქ და ისინი მართავენ ისევ ყველა ამ საქმე.
მინდა, კიდევ ერთხელ გაგაფრთხილო, სააკაშვილო, რომ არ მოგასვენებ, ვიდრე ყველა საქმე მივა ბოლომდე, განსაკუთრებით ჟვანიას მკვლელობა, განსაკუთრებით კოდორის ხეობის ჩაბარება, სამაჩაბლოს ჩაბარება, დიდგორის ცხინვალთან მიერთება და რაც მთავარია, ჩვენი სულიერი ტაძრის, დავით გარეჯის გაყიდვა; ის გაყიდული აქვს ძალიან ბევრ მილიონად, ამ ყველაფრის ფონზე მან მილიარდები აიღო, ხალხო; ტერორისტია, ტრეფიკინგით იყო მისი ცოლი დაკავებული და ყველა ეს საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. ჯობია, წყნარად იყვნენ შენი მომხრეები. პირველივე წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა; გადავტენეთ სპორტის სასახლე მოწოდებით, რომ გაუქმებულიყო „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი რომ არ ეტეოდა სპორტის სასახლეში, გარეთ იდგა ათასობით ხალხი, მაგრამ ეს საქმე ჩაიფარცხა, როგორ ხდება, რომ სააკაშვილმა, ანდა ადეიშვილმა გაასწრო ქვეყნიდან, განა ადეიშვილი დამნაშავე არ არის? რატომ არ ჩამოათრიეს ის ნაძირალა ადეიშვილი, რატომ, რატომ ხდება ეს? ჩვენ ვიდგეთ მაგრად და მოვითხოვოთ, რომ სამუდამო პატიმრობაში ამყოფონ სააკაშვილი, ჩემი შვილის სისხლს არ ვაპატიებ მას არასოდეს“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.