საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა. მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა მიულოცა. მანვე, N 5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, სალონი, სამკერვალო, ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული. პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ  სხვადხასხვა სახელოვნებო თუ პროფესიულ პროგრამებს დაეუფლონ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყობით ისინი სხვადასხვა შეჯიბრსა თუ სპორტულ აქტივობაში  პერმანენტულად მონაწილეობენ.