შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში

შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, მისი ვალდებულებაც არის, მოიკითხოს და იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს. ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნისა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს.

 

Katana . ეკა ხერხეულიძემ თქვა - არაო!.. არაფერსაც არ მოიხდის, ამ დღეებში გამოვა და როგორ გამოვა, მაგას ნახავთო!
(ყოველი შემთხვევისთვის, თვალი ადევნეთ ხერხეულიძესა და თაკო ჩარკვიანს - შეიძლება ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას და მიშას მოტაცებას აპირებენ! :))
3 წლის უკან