გიორგი ხელაშვილი: პოლარიზებული, დაპირისპირებული, დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

გიორგი ხელაშვილი: პოლარიზებული, დაპირისპირებული, დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

პოლარიზებული, დაპირისპირებული, დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველომ შეძლო ზრდასრულად, მომწიფებულად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხელაშვილმა „იმედში“ ჩართვისას ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„ქართული დემოკრატიისთვის ეს ძალიან კარგი შეფასებაა. განსაკუთრებით იმ კრიზისულ, დაძაბულ, პოლარიზებულ პირობებში, რომელშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს უხდებოდა არსებობა. სწორედ ესაა ნათქვამი ამ დოკუმენტში, რომ პოლარიზებული, დაპირისპირებული, დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველომ შეძლო ზრდასრულად, მომწიფებულად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ხელაშვილმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი შეფასებები წარადგინეს.