სალომე ზურაბიშვილი: ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს

სალომე ზურაბიშვილი: ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს

დღეს ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილს არ შეიწყალებს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დაავიწყდება და არც იმ ადამიანების, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.

„ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი - მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რაც მამოძრავებდა, როდესაც ვიბრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.