მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.