ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე:  მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას - ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე:  მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას - ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო

მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას - ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა.

„სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის“,-აღნიშნავს კობახიძე.