საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და ყველა თანამშრომელს, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცენდენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაზცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.