„დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით, მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება არის შეუძლებელი“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გასაკვირია ზოგიერთი მედიასაშაულების სერიოზული დამოკიდებულება ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
„ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა. ახლა, სადღაც შემძვრალი იმალება და იქიდან გეგმავს რაღაცებს. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია. არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია. ალბათ, გახსოვთ, რომ შარშან, ირაკლი კობახიძემ პრევენციული ბრიფინგი ჩაატარა. მაშინ, ისინი მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამ პრევენციულმა ბრიფინგმა უზრუნველყო, რომ DeepFake-ი არ გაავრცელეს. ამ შემთხვევაში, მიშაზე, ამ კლოუნზე, არ იყო საუბარი. მაშინ, საუბარი იყო სხვა, ძალიან ბინძურ DeepFake-ზე. იცით, რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, DeepFake-ი არანაირი პრობლემა არ არის. რამდენიმე საათში თუ წუთში, ამის დამზადება მარტივად შეიძლება. შარშან არ გააკეთეს, ამის პრევენცია მოხდა და წელს, როგორც ჩანს, გამოიყენეს ეს მეთოდი. ამას ტექნიკოსები დაადგენენ. მარტივი დასადგენია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
. თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე მთლიანად, პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.