შიდა ქართლში გახარიას პარტიიდან გადინება გრძელდება

შიდა ქართლში გახარიას პარტიიდან გადინება გრძელდება

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ შიდა ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას წევრები ისევ ტოვებენ. ამჯერად ყოფილი პრემიერის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ოკამის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ამასთანავე პროპორციული სიის მეცხრე ნომერმა, როვშან ისაბალ ოღლიმ მიიღო. მანვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.