„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალთან სპეცრაზმია მობილიზებული

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალთან სპეცრაზმია მობილიზებული

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, დამატებითი საპოლიციო ძალები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება თავდამსხმელთან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძევლად რჩება ორი ადამიანი.

კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.