გიორგი ამილახვარი GORBI-ს კვლევაზე: 2 ოქტომბერს პირველ ტურში იგებს კახა კალაძე და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს თბილისი, საქართველო და „ქართული ოცნება“

გიორგი ამილახვარი GORBI-ს კვლევაზე: 2 ოქტომბერს პირველ ტურში იგებს კახა კალაძე და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს თბილისი, საქართველო და „ქართული ოცნება“

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.

„კახა კალაძე 61.2%; ქართული ოცნება 46.8%. ამით ყველაფერი ნათქვამია და ეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში!

2 ოქტომბერს პირველ ტურში იგებს კახა კალაძე და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს ქართული ოცნება!“- წერს გიორგი ამილახვარი.

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.