პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპელი მედიატორის, შარლ მიშელის შუამავლობით შექმნილი დოკუმენტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში დასაბრუნებლად, არამედ, ვითარების კიდევ უფრო დასაძაბად გამოიყენა.
„ეს დოკუმენტი, არათუ კონფრონტაციის მოსახსნელად, არამედ კონფრონტაციის ახალი მექანიზმების შესაქმნელად გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა. ცხადია, ამ ფორმატში, ჩვენი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, განვითარება შეუძლებელი გახდა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი, არჩევნებისთვის სტრატეგიის ფორმირებაზე მუშაობენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და „ქართული ოცნების“ შეთანხმებაში დაბრუნებას ეცდებიან.
„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.