საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის აცხადებს, რომ მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.
„2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა", - აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.
ჯანდაცვის ექსპერტმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„დელტა" ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი". გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიქირურგმა - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა" საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.