საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს. ქოლ ცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს. ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები - ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო. რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.