გია აბაშიძე: საიას თავმჯდომარემ რეალობას აცდენილი მორიგი ტრაგიკომიკური განცხადება გააკეთა 

გია აბაშიძე: საიას თავმჯდომარემ რეალობას აცდენილი მორიგი ტრაგიკომიკური განცხადება გააკეთა 

ექსპერტი გია აბაშიძე საიას თავმჯდომარის მიერ ცესკოს კანდადებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას რეალობას აცდენილსა და ტრაგიკომიკურს უწდებს და მას ფეისბუკპოსტით ეხმაურება

„2019 წლის 2 აპრილს, საჯაროდ წარმოვადგინე სამაგიდე კვლევა სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობის შეღწევა სამოქალაქო სექტორში”. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა არასამთავრობოების ნაწილმა, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" სიტუაციური მოკავშირეები ვუწოდე, მას შემდეგ განიმტკიცეს სტრატეგიული მოკავშირეობის იმიჯი.

 არაა ახალი, რომ NGO-სექტორის "ავანგარდული" ძალა (საია, "სამართლიანი არჩევნები"/ISFED და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო") წარმოადგენენ პოლიტიკურ მხარეს, რაც ჩანს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის "ინტერპრესნიუსისადმი" მიცემულ დღევანდელ ინტევიუშიც.

 შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს, როცა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, ნ.სიმონიშვილმა დაწერა:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში. მისი "ერუდიციის" სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა, - განაცხადა მაშინ ბრიტანელმა დიპლომატმა.

 დღეს კი, საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა რეალობას აცდენილი მორიგი ტრაგიკომიკური განცხადება გააკეთა. თურმე 2020 წლის არჩევნებმა საზოგადოებაში "დიდი უნდობლობა გამოიწვია". ეტყობა ბატონმა სიმონიშვილმა ნაცარხებიდან მანიპულაციურად წარმოჩენილი "ათობით ათასი უკმაყოფილო დემონსტრანტი" იხილა რუსთაველის გამზირზე და არც კი წაუკითხავს ნეიტრალური, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები იმ არჩევნებზე. შესაძლოა, საია-ს "ერუდირებული" თავმჯდომარე მისი კოლეგების, "სამართლიანი არჩევნების"/ISFED-ის ერთი თვის განმავლობაში საჯარო სივრცეში არსებულ ხმების პარალელური დათვლის (PVT) ყალბ შედეგებს ეყრდნობა და ალბათ, ისიც სჯერა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ პირადობის ყალბი მოწმობები (ჭორის ავტორნი: ეკა გიგაური, საია & ISFED) "დაამზადა".

 "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული მუშაკისათვის დამახასიათებელი "დამაჯერებლობით" ნიკა სიმონიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ორ შერჩეულ კანდიდატს მხოლოდ საკუთარი აღქმებითა და განცდებით აფასებს ნეგატიურად, რადგან დავალებაა ასეთი - "ნაცების" სტრატეგიულმა მოკავშირეებმა ამ არჩევნებამდე და მის შემდეგ უნდა შექმნან ცრუ განცდა, რომ ყველაფერი "გაყალბდა და მიტაცებულია". მორიგი ცრუ რეალობის ტირაჟირება კი მხოლოდ ნაცარხების სტუდიებში ჩარჩება, როგორც ყოველთვის.