ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, „ღამის კურიერთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ თუ მერობის კანდიდატად კახა კალაძე იქნება წარდგენილი, მას დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს.
„თუ კალაძე მერის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, მე, ჯერ ერთი, მხარს დავუჭერდი „ოცნების" კანდიდატს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე, შეიძლება, ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.