ირაკლი ღარიბაშვილი: ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

„ორშაბათიდან, სისტემა მზად იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა, მთვარობის სახელით, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე - როგორც პანდემიის დასაწყისში, გამოვიჩინოთ აქტიურობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „350 ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და მთავრობა ამ პროცესს წარმატებით მართავს“.

„ჩვენი გათვლებით, დღეში, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 31 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.