დავით ქართველიშვილი ნონა მამულაშვილზე:  ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი

დავით ქართველიშვილი ნონა მამულაშვილზე:  ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი

„საბჭოთა ჰიმნის ფან-კლუბის ახალმა იმპრესარიომ, ნონა მამულაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას ფაქტიურად განაცხადა, რომ თურმე პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტისას, კითხვაზე: "მზად არის თუ არა საქართველო, NATO-ს წევრი გახდეს" - ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო. რისი თქმა უნდოდა ამით ნონა მამულაშვილს? ეჭვის შეტანა ირაკლი ღარიბაშვილის ლინგვისტურ შესაძლებლობებში? თუ ის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ დაავიწყდა საქართველის პრემიერ-მინისტრს ან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელწოდება ამოუვარდა მეხსიერებიდან?“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ თემაზე დღეს ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი. 

„საბჭოთა ჰიმნის ფან-კლუბის ახალმა იმპრესარიომ, ნონა მამულაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას ფაქტიურად განაცხადა, რომ თურმე პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტისას, კითხვაზე: "მზად არის თუ არა საქართველო, NATO-ს წევრი გახდეს" - ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, სადაც ორ ენაზე ეწერა ერთადერთი სიტყვა: "yes" და "oui". ხოლო ფრჩხილებში - (ქართულად ნიშნავს "დიახ"). და წაიკითხა. 

რისი თქმა უნდოდა ამით ნონა მამულაშვილს? ეჭვის შეტანა ირაკლი ღარიბაშვილის ლინგვისტურ შესაძლებლობებში? თუ ის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ დაავიწყდა საქართველის პრემიერ-მინისტრს ან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელწოდება ამოუვარდა მეხსიერებიდან?

და ამ თემაზე დღეს ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი, თავადაც სკდება სიცილით და ფრაქციასაც აჰაჰაჰავებს. უფალო, ვიცით რომ დავაშავეთ - მაგრამ ასე?!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook- ზე.