„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისვე განმარტებით, დღეს, მართლმსაჯულების ფორუმზე ნათლად გამონდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთ მხარეს არის პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ხოლო, მეორე მხარე - „ქართული ოცნება“ და სასამართლოს „კლანი“, რომელიც სასამართლო სისტემაში ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს.

„გამოიკვეთა პოზიცია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესის გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. შარლ მიშელის დოკუმენტი ითხოვს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და მართლმსაჯულების რეფორმაზე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებას. ნებისმიერ განხილვაში მონაწილეობის მცდელობა, თუნდაც იმ მოტივით, რომ წარმოვაჩინოთ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა, თუნდაც კანიდატებთან დაკავშირებით, შეგვიყვანს „გაპრავების პროცესში“ და „ქართულ ოცნებას“ საშუალება ექნება თქვას, რომ პროცესი დემოკრატიული იყო. ამ პროცესს ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, ამიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას განხილვებში“, - აცხადებს ბეჟაშვილი.