მიხეილ სარჯველაძე: არაერთია ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხოლოდ მიღწეული შედეგით ექმნება დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა რა გააკეთე და როგორი იყო პროცესი

მიხეილ სარჯველაძე: არაერთია ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხოლოდ მიღწეული შედეგით ექმნება დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა რა გააკეთე და როგორი იყო პროცესი

რეალურად, არსებული სისტემა, იგივე შერჩევის, გადაწყვეტილების მიღების ბევრწილად უზრუნველყოფს იმას, რომ სწორი კანდიდატურა შეირჩეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„არაერთია ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხოლოდ მიღწეული შედეგით ექმნება დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რა გააკეთე და როგორი იყო პროცესი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულებაგამოსცა ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს განცხადების შესატანად ხუთი დღე აქვთ.

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.