უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მერობის საერთო კანდიდატის “ნაციონალური მოძრაობიდან” დაყენება ნამდვილად წაგების ფორმულა იქნება.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიციაში იმდენად განსხვავებული პარტიები არიან, რომ მათი ერთობა ხელოვნური იქნება.
“ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ვაშაძეს დავეთანხმებოდი - თუ საერთო კანდიდატს დააყენებენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, მგონია, ეს დამარცხების ფორმულა იქნება, თუმცა ისედაც, არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი შანსები ჰქონდეთ გამარჯვების, სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში. ჩვენი მოქმედების სტრატეგიისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ზოგადი გადანაწილებისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ისეთ განცხადებებს ვისმენთ მათგან, არ მგონია, ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, რადგან სრულიად განსხვავებული პარტიები არიან და მათი ერთობა ხელოვნური იქნება”,- განაცხადა სამხარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს, სამხარაძის შეფასებით, დოკუმენტი “ნაციონალური მოძრაობის” და “ლელოს” მხრიდან ირღვევა.
“შარლ მიშელის დოკუმენტი “ქართული ოცნების” მხრიდან არ ირღვევა, თუმცა ირღვევა ოპოზიციის მხრიდან - “ნაციონალური მოძრაობა” ამას საერთოდ არ აწერს ხელს და მეორე - “ლელომ” ხმა არ მისცა „საარჩევნო კოდექსს“, რითაც დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება”,- განაცხადა სამხარაძემ.