კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის დაიწვა სოფელ ლიტონის 90%, სადაც 3 დღის განმავლობაში ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იან პოლდერმანი ამბობს, რომ „ცეცხლს სასწაულებრივად გადაურჩა, სოფლისგან კი თითქმის არაფერი დარჩა, ვინაიდან ცეცლხი აბსოლუტურად ყველაფერს მოედო“.
BBC-ის ინფორმაციით, ლიტონში ჰაერი 49.6C გრადუსამდე გათბა, შემდეგ კი ტყეში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი, რომელიც საათში 71 კილომეტრის სიჩქარით ქროდა. აქამდე კანადაში ჰაერის ტემპერატურას 45-გრადუსიანი ნიშნული არ გადაუკვეთავს. ბრიტანულ კოლუმბიაში 5 დღის განმავლობაში 486 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც წელიწადის ამ დროისთვის ეს მაჩვენებლი საშუალოდ 165-ს შეადგენს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კანადისთვის უჩვეულო სიცხე გლობალურ დათბობას უკავშირდება.