სოსო მანჯავიძე: პერფორმანსის მონაწილეები ეროვნულ სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილნი და ერთმანეთს მხოლოდ  უკანალებით  ეხებოდნენ- პანდემიაა მაინც. რა იცი, ეშმაკს არ ძინავს

სოსო მანჯავიძე: პერფორმანსის მონაწილეები ეროვნულ სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილნი და ერთმანეთს მხოლოდ  უკანალებით  ეხებოდნენ- პანდემიაა მაინც. რა იცი, ეშმაკს არ ძინავს

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“კრეატივი აკლიათ ლგბტქ+-ს დამცველებს.

ეროვნული მოტივები უნდა გამოიყენონ, პოეზია ჩართონ, სიმღერა.

სულ სხვაგვარი, პოზიტიური განწყობა გაჩნდება. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა უნდა  თქვას ძველქართული აქცენტით;

,, საქართველო, შენ ვინ მოგცა გეი  დასაკარგავი''.

იქვე აქუსჯანგირამ ჩაიდუდღუნოს:

 ,, ცხრა ნაწნავი ჩავუშალე, ერთი ლესბი არ ამოჰყვა''.

მერე კიდევ ბაია პატარაიამ გააკეთოს რიმეიკი ჭრიჭინადან ჩემი (...) ჩემია, ჩემია, აბა დელი დელასა, დელასა''!

შემდეგ ხაზარაძემ შემოსძახოს ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ''-ის მაგივრად - ,, ინტერსექსი ვარ ნუ მომკლავ"!

,,ბისექსუალი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, მარშზე ლომივით ვბრდღვინავდი, მტერს ვეცემოდი მეხადა'- მელიაზე მრისხანედ ამას ვინ იტყვის?

,,სიამაყე ხარ ქართლის ქვიარო, თავაწეულმა მინდა იარო''- დუეტში უნდა იმღერონ ჭოხონელიძემ და გულედანმა.

პერფორმანსის მონაწილეები ეროვნულ სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილნი და ერთმანეთს მხოლოდ  უკანალებით  ეხებოდნენ- პანდემიაა მაინც. რა იცი, ეშმაკს არ ძინავს.

ასეთი ეროვნული მოტივების შემოტანით ლგბტქ+ თემაში

შეიძლება ხალხის გულიც მოლბეს და  ლაყე კვერცხებსაც აცდნენ..

ეროვნული ლგბტქ+ ლაყე კვერცხს არ მოირტყამსო-ამბობს ხალხური სიბრძნე”.