“ყველას აქვს უფლება უკუღმართი და არატრადიციული კი არა, სულ რომ ღვთიური და ჯვარდაწერილი ურთიერთობების კრიზისი იდგეს, სექსი არის სექსი და წელს ქვემოთ არსებული მოტივები არ შეიძლება განიხილებოდეს ღირსების საკითხად.
ახლა ამ ბანალურ ჭეშმარიტებას დავუმატოთ ის, რომ უთანასწორობის და ვინმეს გაუკუღმართებული ორიენტაციის გამო კი არ იქმნება ეს კრიზისი, იქმნება საშინელების პოპულარიზაციის მიზნით და ამას მითუმეტეს არ შეიძლება მივუსადაგოთ ისეთი მაღალი იდეალი, როგორიც ღირსებაა.
მაგრამ, თუ თქვენი აზრით, მაინც და მაინც ესაა ღირსება, მაშინ ღმერთმა ღირსეულად მოგიმართოთ ხელი, ღირსება ყოფილიყოს თქვენი გზამკვლევი ცხოვრების ქარტეხილებში და თქვენ თუ ნაღდად ასე თვლით, მაშინ თქვენი ღირსება გავრცელებულიყოს თქვენს ოჯახებზე, არ გასცდენოდეს თქვენი კავშირები თქვენსავე წრეს და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი შვილები ურთიერთკავშირისაგან, რადგან ღირსებაზე ვერასოდეს შეთანხმდებიან ისინი და ვაითუ გაუჭირდეთ თანაცხოვრება თქვენი დღევანდელი მეცადინეობით.
ასე რომ, ყველას აქვს უფლება, იყოს უკუღმართი, მაგრამ უკუღმართი ვერ იქნება ღირსეული - ღირსება მორალური კატეგორიაა და არა სექსუალური.
სულ ეს იყო, მე აქა ვდგავარ და არ შემეძლო ეს არ მეთქვა, ხოლო ვისაც ეს გეხებათ, თავშიც ქვა გიხლიათ და ღირსებაშიც”.