სერგო ჩიხლაძე „თბილისი პრაიდზე“: ორივე ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლებამ მშვიდობიანად უნდა უზრუნველყოს

სერგო ჩიხლაძე „თბილისი პრაიდზე“: ორივე ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლებამ მშვიდობიანად უნდა უზრუნველყოს

ორივე ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლებამ მშვიდობიანად უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს კონსტიტუციით დაშვებულია და გარანტირებულია აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლების უფლება და ეს უნდა დაიცვას სახელმწიფომ და ნებისმიერი აზრი, იქნება ეს მომხრე თუ მოწინააღმდეგე გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისს გაიმართება, „ღირსების მარშის“ კი თბილისში 5 ივლისს არის დაგეგმილი.