„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გარანტირებული უფლება, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს თავისი უფლებები.
მისი თქმით, პრაიდთან მიმართებაში სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაიცვას ამ ადამიანების უფლებები
„საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს და მოქალაქეთა ჯგუფს აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს თავისი უფლებები. პრაიდთან მიმართებაში სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაიცვას ამ ადამიანების უფლებები და არ დაუშვას იმ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ძალადობრივი განვითარება" - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.