სალომე ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი

სალომე ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი

ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება.

„ჩემთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია. მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისს გაიმართება.

Katana პრეზიდენტს, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა გოცირიძის (იგივე კუპონას) რჩევა: ცისარტყელას ფერებიანი შარფი მოიხუროს და შეუერთდეს "პრაიდს", მისცეს საზოგადოებას ტოლერანტობის მაგალითიო!

ქ-ნო სალომე, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრი, გეტყით: მე თქვენი მხარდამჭერი ვიყავი თავიდან და ბევრჯერ დაგიცავით მტრებისაგან.
დღეს კი დიამეტრალურად განსხვავებული აზრი მაქვს თქვენზე და ზვიადის შემდეგ სულ სამარცხვინო ხალხი რომ არ მჯდარიყო პრეზიდენტის სავარძელში, ვიტყოდი - თანამდებობას არცხვენთ-მეთქი!
3 წლის უკან