საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, რომ თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.