კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ევროპული შეთანხმების ერთგულია, განსხვავებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოსი”, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ევროპული შეთანხმების ერთგულია, განსხვავებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოსი”, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მსურს, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს.

საარჩევნო რეფორმა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია, განხორციელდა უმრავლესობისა და ცალკეული პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით.

ამ ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო. ცვლილებები შეეხო წინასაარჩევნო პროცესს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, საარჩევნო კომისიებში თანამდებობის პირთა არჩევასა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ გათვალისწინებულ პროცედურებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესმა, გარდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პროგრესისა, აჩვენა უმრავლესობისა და ოპოზიციის ნაწილის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ამგვარად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ერთგულია ევროპული შეთანხმებისა, განსხვავებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოსი”, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას”.