„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. PVT);
გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“.
და რომელმა აღიარა, - თურმე, ვცდებოდით და არაფერი გაუყალბებია ამ ქალბატონსო?!
არც ერთმა!
ისევ იმ "პირველ ჩვენებას აწვებიან", კიევიდან მოყოლებული, რომ გაუყალბეს არჩევნები, მოპარეს არჩევნები, დაავსეს და დააქციეს!