„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ როდესაც პარტიები ფინანსდებიან არა მხარდამჭერებისგან, არამედ ბიუჯეტიდან, მაშინ მათ ლიდერებს უჩნდებათ სურვილი, რაც შეიძლება ნაკლები იმუშაონ და რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ ბიუჯეტიდან.
„ამ თვალსაზრისით, ის, რომ 9 მილიონი ლარი აქვს მიღებული „ლეიბორისტულ პარტიას“ ისე, რომ პარლამენტში არც უმუშავიათ, რაღაც ეს შეიძლება წარმატებადაც ჩაითვალოს. ესეც გარკვეული ნიჭია, ყველას კი არ შეუძლია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტულ პარტიას“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვს მიღებული.